
ხშირია შემთხვევები, როცა კომპიუტერის დაინფიცირება ხდება USB/Pen drive -ის მეშვეობით. ყველაზე გავრცელებული ვირუსებია autorun.inf , ‘USBFlash.exe’, ‘Haudio.exe’ . ხანდახან ანტივირუსული პროგრამები უძლურია ამ ვირუსებთან , ვინაიდან მათ წაშლას ვერ ახერხებენ. ეს ხერხი თქვენ საშუალებას მოგცემთ უმტკივნეულოდ წაშალოთ ვირუსები ფლეშ დრაივიდან.
როცა ფლეშ დისკს აერთებთ USB პორტში, შესაძლოა გამოჩნდეს ეს ფანჯარა:

თუ დისკი ინფიცირებულია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკლიკოთ Ok ღილაკზე. დააკლიკეთ მხოლოდ Cancel ღილაკზე. მხოლოდ ამის შემდეგ დააკლიკეთ Start ღილაკზე, აირჩიეთ Run . Run-ის ფანჯარაში ჩაწერეთ cmd და დააჭირეთ Ok ღილაკს. გამოჩნდება ე.წ. command prompt -ის ფანჯარა. გახსენით My Computer და დააკვირდით Devices with Removable storage სექციას, სადაც ნახავთ თქვენს ფლეშ დისკს თუ რომელი ასოთია ის აღნიშნული. ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს (G:) დისკთან, რომელიც წარმიადგენს ფლეშ დისკს. შესაბამისად, command prompt -ის ფანჯარაში ჩაწერეთ ბრძანება:
G:
დააკვირდით ამ სურათს:

ამ ფანჯარაში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება:
dir /w /a
და დააჭირეთ ENTER-ს ( თუ გსურთ Microsoft DOS dir ბრძანებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იქონიოთ, ეწვიეთ ამ საიტს:http://www.computerhope.com/dirhlp.htm)
ეს ბრძანება საშუალებას მოგცემთ ყველა ფაილი იხილოთ თქვენს ფლეშ დისკზე. თუ ნახეთ, რომ თქვენს ფლეშ დისკზე არის საეჭვო ფაილები, რომლებიც არ გეცნობათ, მაგალითად autorun.inf , გამოიყენეთ შემდები სახის ბრძანება მის წაშაშლელად იმავე command prompt -ის ფანჯარაში:
del autorun.inf
ანუ, del და საეჭვო ფაილის სახელი. მას შემდეგ რაც წაშლით საეჭვი ფაილებს, გადაატარეთ ანტივირუსი თქვენს დისკს. შემდეგ, გამოაძვრეთ დისკი და ხელახლა შეაერთეთ USB პორტში და ნახეთ არის თუ არა დისკში წაშლილი ფაილები. იმ შემთხვევაში თუ USB ვირუსით თქვენი მყარი დისკიც დაინფიცირდა, შედით C დისკზე. მენიუსში მოძებნეთ Tools და შედით Folder Options-ში. აირჩიეთ VIEW და მონიშნეთ SHOW HIDDEN FILES AND FOLDERS.

მოხსენით მონიშვნა HIDE EXTENSIONS FOR KNOWS FILES-დან და თქვენ საშუალება გექნებათ თქვენს მყარ დისკზე არსებული ფაილები ნახოთ. წაშალეთ ყველა საეჭვო ფაილი და გადაატარეთ ანტივირუსი დისკს.
წყარო: www.geo-geek.com